ირანის მეთაურმა კასემ სულეიმანის თანამდებობაზე ახალი ლიდერი დანიშნა

ირანის ისლამური რესპუბლიკის მეთაურმა აიათოლა ალი ხამენეიმ ბრიგადის გენერალი ისმაილ ქაანი ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეციალური ძალების ახალ მეთაურად დანიშნა,-ინფორმაციას სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.

ქაანი გენერალ კასემ სულეიმანის ადგილს დაიკავებს, რომლის ლიკვიდაციაც ბაღდადში ამერიკელი სამხედროების მიერ განხორციელდა.

გარდა ამისა, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი პირობას დებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია შურისძიების გარეშე არ დარჩება.

მან კასემ სულეიმანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმისას ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია “აშშ-ს მიერ საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინებაა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...