ირანის ხელისუფლებამ ბრიტანული ტანკერი Stena Impero გაათავისუფლა

ბრიტანულმა ტანკერმა Stena Impero-მ, რომელიც ივლისში, ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო გადაზიდვების წესების დარღვევისთვის დააკავეს, შესაძლოა ირანის პორტი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას Al Arabiya ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერ ალი რაბიზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ბრიტანული ტანკერის განთავისუფლების სამართლებრივი პროცედურები დასრულებულია. ზიანის ანაზღაურების შემდეგ, გემი შესაძლოა ზღვაში შევიდეს”, – განაცხადა მან.

თუმცა, ჯერ უცნობია, თუ როდის შეძლებს ტანკერი ირანის ტერიტორიული წყლების დატოვებას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Stena Impero-ს შვიდმა წევრმა, მათ შორის ერთმა რუსმა ირანის ტერიტორია დატოვა და დუბაიში (UAE) გაემგზავრა. მათ შორისაა ინდოეთის ხუთი მოქალაქე, ერთი ლიეტუვიის და ერთი რუსეთის.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად