ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას მალავს

ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 50 კაცს აღწევს.

ირანის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ ირაჯ ჰარირჩიმ სახელმწიფო ტელივიზიით პრესკონფერენციის გადაცემის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს განაცხადა, რომ რეფორმისტებთან კავშირის მქონე ნახევრადოფიციალური სააგენტო ილნას მიერ გავრცელებული დეპუტატის სიტყვები, რომ მარტო ყუმი 50 კაცია გარდაცვლილი, არ შეეფერება სინამდვილეს და სინამდვილეში გარდაცვლილია 12 და ინფიცირებულია 66 კაცი.
 
“მე კატეგორიულად უარვყოფ ან ინფორმაციას. ახლა არ არის პოლიტიკური კონფრონტაციის დრო. კორონავირუსი – ნაციონალური პრობლემაა”, – განაცხადა მან.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად