ირანის ავიაბაზაზე სამხედრომ კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა – დაღუპულია ოთხი ადამიანი

ირანის ავიაბაზაზე, თეირანის მახლობლად, სამხედრომ კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა. აღნიშნულის შესახებ Mehr News-ი წერს.

საპასუხოდ, კოლეგებმა მას ცეცხლის გახსნითვე უპასუხეს. შედეგად თავდამსხმელი მოკლული იქნა. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 დაიჭრა. ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ დაღუპულს ოფიცრის წოდება ჰქონდა, ხოლო კიდევ ორი რიგითი ჯარისკაცები იყვნენ.

ამ მომენტისათვის დაშავებულები ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, იარაღი თავად ამუშავდა. მეორე ვერსიის მიხედვით კი, სამხედროს, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...