ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრებით იმუქრება

ირანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ურანის გამდიდრებას 60 პროცენტამდე დაიწყებს, ორ დღეში მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, მის მთავარ, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე საბოტაჟი განხორციელდა – რაშიც ირანი ისრაელს ადანაშაულებს.

მუქარას რამდენიმე საათით უსწრებდა წინ ირანის მაღალჩინოსანი დიპლომატის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ ნათანზზე თავდასხმა “ძალიან ცუდი თამაშია”, რომელიც გააძლიერებს ირანის პოზიციებს 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მიზნით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გამართულ მოლაპარაკებაში.

ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრება იქნება ყველაზე მაღალი ნიშნული ირანის ბირთვული პროგრამისთვის, თუმცა ეს მაინც ნაკლები იქნება სამხედრო მიზნებისთვის საჭირო, 90 პროცენტზე.

ატომური ხელშეკრულების ფარგლებში, ირანმა იკისრა გამდიდრების 3.67-მდე შემოფარგვლა. ბოლო პერიოდში ის ურანს 20 პროცენტამდე ამდიდრებს და აცხადებს, რომ ხელშეკრულების განხორციელება აღარ არის შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...