ირანი-თურქეთის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ირანი-თურქეთის საზღვართან 5,9 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის პროვინციაში, რომელიც საზღვართან მდებარეობს, 8 ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულ რვა ადამიანს შორის არის სამი ბავშვი. გრძელდება სამაშველო ოპერაციები. მიწისძვრის შედეგად აგრეთვე დაშავდა 21 ადამიანი, მათგან რვა კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ირანის მხრიდან კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიწისძვრის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გარდა ამისა, დაზიანებულია სახლები, ზოგიერთი მათგანი კი სრულად არის განადგურებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად