A2 ბანერი
A2 ბანერი

ირანი მოქალაქეს საქართველოში განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 იანვარს, ქ.თბილისში ყოფნისას ა.პ. დაუკავშირდა და შეხვდა ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს ა.ფ.-ს, რომელსაც უთხრა, რომ  საქართველოში მყოფი ასევე  ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ა. სოციალური ქსელების მეშვეობით მის მიმართ ღირსების შემლახავ ინფორმაციას ავრცელებდა და ა.ფ.-ს მკვლელის პოვნა შეუკვეთა, რომელიც გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ ვ.ა.-ს მოკლავდა.

2018 წლის 27 იანვარიდან 7 თებერვლის ჩათვლით, ა.ფ. და ა.პ. რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და მკვლელობის დეტალებზე და  გვამის გადამალვის გეგმაზე შეთანხმდნენ. ა.პ.  ა.ფ. – ს დაპირდა, რომ ვ.ა.-ს მკვლელს  5000 აშშ დოლარს გადაუხდიდა და იარაღის შესაძენად  500 აშშ დოლარს მისცემდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს 2018 წლის 4 თბერვალს ა.პ.-მ  მკვლელობის დეტალები დააზუსტა და ა.ფ.-ს დაავალა, რომ დამაჯერებლობის განსამტკიცებლად გვამისთვის სურათის გადაღება და მისთვის ჩვენება იყო საჭირო, ხოლო  უსაფრთხოების მიზნით ვ.ა.-ს გვამზე დიდი ლოდები უნდა დაეკიდათ  და  წყალში ჩაეგდოთ. 2018 წლის 7 თებერვალს კი ა.პ.-მ მკვლელობის იარაღის შესაძენად ა.ფ.-ს 1200 ლარი  გადასცა.

სამართალდამცველებმა ა.პ. 2018 წლის 9 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ( შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს, თემურ გორგაძეს 6 წლით პატიმრობა შეეფარდა

ამის შესახე ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს

პროკურატურა: გიგა მაქარაშვილი იტყუება, მის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მის საქმეზე პროკურატურამ…

“ნაცმოძრაობის” წევრი: ჩვენი კოორდინატორის წინააღმდეგ ბინძური კამპანია…

„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ასევე სოფელ ვეჯინის ამბულატორიის ექიმის, ელმირა ბეციაშვილის პროკურატურაში…

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ჭიათურაში გადაასვენეს

თბილისში, ზემო ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ჭიათურაში…

ბრალდებულს, რომელმაც თელავში, პირს სასაფლაოზე 3 ჭრილობა მიაყენა 8 წლით პატიმრობა…

ამის შესახებ ინფორმაციას მტავარი პროკურატირა ავრცელებს.

ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა…

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებასა და …

შსს-მ ზაზა სარალიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკული №51 საშუალო სკოლის მოსწავლია, ზაზა სარალიძის მიმართ…

წულუკიანი:ის, რაც სასამართლო სისტემისთვის აქტუალურია საქართველოში, აქტუალურია…

ხორვატიაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სასამართლო სისტემისა და თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის…

თეა წულუკიანმა ხორვატიის მთავარ პროკურორთან დამოუკიდებელი პროკურატურის უპირატესობა და…

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხორვატიაში შეხვედრებს განაგრძობს. თეა წულუკიანი ხორვატიის მთავარ პროკურორს შეხვდა და…

საგარანტიო სერთიფიკატების გაცემის გამო ანა წითლიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო…

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე ანა წითლიძე სამეგრელო- ზემო სვანეთის საოლქო…
კომენტარები
იტვირთება...