ირანი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათეულს დაუბრუნდა

ირანული სააგენტო ” “irna.ir” ირანის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროს კიანუშ ჯაჰანპურზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, განვლილ 24 საათში, ირანში, კორონავირუსით 75 კაცი გარდაიცვალა და 2269 დაინფიცირდა.
 
სულ, ირანში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 169 425 ინფიცირების და 8 209 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.
 
ირანში, დღიურადდ გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის კლება 30 მარტიდან დაიწყო და 3 მაისამდე გაგრძელდა და ირანმა ათეული დატოვა. 4 მაისიდან კვლავ დაწყებული მატების შედეგად კი ირანმა გადააწრო თურქეთს და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მე-10 ადგილზე გადავიდა.
 
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ირანი აგრეთვე მე-10 ადგილზეა მსოფლიოში.

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა ამ დროისთვის არის 132 388 ანუ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 78,14%.

აღსანიშნავია, რომ 3 მაისს ირანში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 80,5% იყო სრულად განკურნებული და მკურნალობა 12 799 კაცს ესაჭიროებოდა, დღეისთვის გამოჯანმრთელებულთა %-ული წილი 2,36-ით შემცირდა, ხოლო მკურნალობას საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა გაიზარდა 2,25-ჯერ – 12 799-დან 28 828-მდე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად