ირანი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათეულს დაუბრუნდა

ირანული სააგენტო “irna.ir” ირანის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროს კიანუშ ჯაჰანპურზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, განვლილ 24 საათში, ირანში, კორონავირუსით 72 კაცი გარდაიცვალა და 2364 დაინფიცირდა.

სულ, ირანში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 171 789 ინფიცირების და 8 281 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

ირანში, დღიურადდ გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის კლება 30 მარტიდან დაიწყო, 3 მაისამდე გაგრძელდა და ირანმა ათეული დატოვა. 4 მაისიდან კვლავ დაწყებული მატების შედეგად კი ირანმა გუშინ თურქეთს გადააწრო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით და მსოფლიოში მე-10 ადგილზე გადავიდა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ირანი აგრეთვე მე-10 ადგილზეა მსოფლიოში.

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა ამ დროისთვის არის 134 349 ანუ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 78,21%.

აღსანიშნავია, რომ 3 მაისს ირანში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 80,5% იყო სრულად განკურნებული და მკურნალობა 12 799 კაცს ესაჭიროებოდა, დღეისთვის გამოჯანმრთელებულთა %-ული წილი 2,29-ით შემცირდა, ხოლო მკურნალობას საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა გაიზარდა 2,28-ჯერ – 12 799-დან 29 159-მდე.

ირანში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დაფიქსირდა. მაისის დასაწყისისთვის დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევების კლების შემდეგ ირანმა დაწესებული შეზღუდვები თანდათანობით გააუქმა და მაისის ბოლო რიცხვებში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების მიუხედავად, ამჟამად დიდი დიდ სავაჭრო ცენტრები 18:00 საათის შემდეგაც ღიაა, მეჩეთები ყველგანაა გაიხსნა და სახელმწიფო მოსამსახურეები სრული შემადგენლობით აგრძელებენ მუშაობას.

ხელისუფლება მოსახლეობას სამედიცინო ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს მათ, რომ ინფიცირების შემთხვევების მაღალ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული შეზღუდვების კვლავ შემოღება. ირანის ჯანდაცვის სისტემაზე არსებულ დაწოლაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ განვლილ 24 საათში გამოვლენილი 2364 ინფიცირებულიდან , მხოლოდ 648 პირი მოათავსეს ჰოსპიტალებში, 1916 კი ამბულატორულად უმკურნალებენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად