ირანი ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის ”შავი ყუთის” სხვა ქვეყნისთვის გადაცემაზე უარს ამბობს

ირანი არ გეგმავს, რომ “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავის “შავი ყუთი სხვა ქვეყანას გადასცეს, მათ ჩანაწერების დამოუკიდებლად გაშიფვრა შეუძლიათ. ამის შესახებ ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ინციდენტის გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელმა ჰასან რეზაიეფარმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო IRNA ავრცელებს.

მისი თქმით, ახლა ირანში ექსპერტები ცდილობენ, ფრენის ჩამწერი მონაცემები დამოუკიდებლად გაშიფრონ.

”თუ არ ვცდებით, უკრაინასა და საფრანგეთში ვარიანტი არსებობს, მაგრამ ჩვენ მათი საზღვარგარეთ გატანა ჯერ კიდევ არ გადავწყვეტია”,-განაცხადა ჰასან რეზაიეფარმა.

18 იანვარს, “როიტერმა” ირანულ სააგენტო Tasnim- ზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჩამოგდებული Boeing- ის “შავი ყუთები” უკრაინაში გაიგზავნება.

”საფრანგეთის, კანადისა და ამერიკის გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ კიევში [შავი ყუთების] გაშიფვრას შევეცდებით”, – ციტირებდა სააგენტო ჰასან რეზაიეფარის სიტყვებს.

მან დასძინა, რომ თუკი კიევში მონაცემებს ვერ გაშიფრავდნენ, მას საფრანგეთში გაგზავნიდნენ.

როგორც ცნობილია, უკრაინის, ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მინისტრთა ჯგუფი შექმნან, რომელიც თეირანის მახლობლად უკრაინული თვითმფრინავის Boeing 737-ის ავიაკატასტროფის თაობაზე გამოძიებას გააკონტროლებს.

8 იანვარს, ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თეირანის აეროპორტში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 737-800 შეცდომით ჩამოაგდეს. თვითმფრინავი მარშრუტს თეირანი – კიევის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა – უკრაინის 11 მოქალაქე (მათ შორის, ეკიპაჟის 9 წევრი), ირანის 82 მოქალაქე, კანადის-63, შვედეთის-10, ავღანეთის- 4-, 3 – 3 გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის. ყველა მათგანი დაიღუპა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად