ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების დატოვებით დაიმუქრა

ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას დატოვებს, თუ ევროპული მხარე ბირთვული საკითხის გადაწვეტის მიზნით, ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმით (IASF) გათვალისწინებულ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს. ამის შესახებ ირანის საპარლამენტო ბირთვული კომიტეტის თავმჯდომარემ მოჯაბა ზონურმა განაცხადა. ინფორმაციას Fars News-ი ავრცელებს.

“2015 წლის შეთანხმების გადასარჩენად ირანის მიერ 60-დღიანი ულტიმატუმის დასრულებამდე, ბევრი დრო დარჩა. აღნიშნულის შემდეგ, ირანი NPT- ის განხორციელებას შეაჩერებს”, -აღნიშნა ზონურმა.

მან განმარტა, რომ ირანისა და ევროპის ეკონომიკური ოპერაციების მოცულობა წელიწადში 20 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გარიგების მოცულობამ დაახლოებით 900 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ზონურმა ასევე დასძინა, რომ ბირთვული გარიგება მისი ამჟამინდელი მდგომარეობით ევროპისთვის სასარგებლოა.
“მათ არ სურთ გადაიხადონ, უბრალოდ ირანის გაკონტროლება და იმაში დარწმუნდება სურთ, რომ ჩვენ შეთანხმებიდან სარგებელს ვერ ვნახავთ”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...