ირანმა ბირთვული გარიგების შესახებ ვალდებულებების შესრულება ოფიციალურად შეწყვიტა

ირანმა ბირთვული გარიგების შესახებ ვალდებულებების შესრულება ოფიციალურად შეწყვიტა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, საუბარია ირანის ბირთვული პროგრამის ერთობლივი სამოქმედო გეგმის (IFAP) ფარგლებში თეირანის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე.

როგორც აღინიშნა, აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ს მიერ ბირთვული გარიგებიდან გასვლის საპასუხოდ გადაიდგა.

2018 წლის მაისში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გადაწყვეტილებით, ამერიკამ ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა. თეთრი სახლის ლიდერი ხშირად საუბრობდა იმ თემაზე, ირანთან არსებული შეთანხმება ამერიკისთვის უსარგებლო იყო. ტრამპს მიაჩნია, რომ ირანი ბირთვული პროგრამის განვითარებას განაგრძობს, რაც შეთანხმების მთავარ მიზანს უგულვებელჰყოფს.
“გასულ კვირას ისრაელმა გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, რომელსაც დიდხანს მალავდა ირანი. თუკი მე შევინარჩუნნებდი ამ შეთანხმებას, მალე შუა აღმოსავლეთში ბირთვული იარაღებით ომი დაიწყებოდა, რადგან ყველას მოუნდებოდა ჰქონოდა მზად თავისი იარაღი იმ დროისთვის, როცა ირანს ექნებოდა თავისი,”- განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...