ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ქვეყანა ვაქცინებს ვერ შეიძენს

შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ხელს უშლის ირანს სხვა ქვეყნებისგან ვაქცინების და წამლების შეძენაში. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა ტელეარხ RT-სთან ინტერვიუში.

“რა თქმა უნდა, სანქციებმა და ეკონომიკურმა შეზღუდვებმა, რომლებიც აშშ-მა დააწესა ირანის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ჩვენ საკმაოდ ბევრი ფული გვაქვს საზღვარგარეთ და შეერთებულმა შტატებმა არ მისცა ამ ქვეყნებს საშუალება, რომ მათგან ვიყიდოთ წამლები ჩვენივე ფულით. ყველაფერი, რასაც ამერიკელები ამბობენ, რომ სანქციები გავლენას არ ახდენს ჰუმანიტარულ სფეროზე, ტყუილია. აშშ-ს შეზღუდვები კი არ გვაძლევს ფულის გადარიცხვის შესაძლებლობას ვაქცინების შესაძენად.” – აცხადებს იგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად