ირანი აშშ-სა და მის მოკავშირეებს იემენის კონფლიქტის დაწყებაში ადანაშაულებს

იემენში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაზე პასუხისმგებლობა არა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით არაბულ კოალიციას ეკისრება, არამედ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა განაცხადა. ინფორმაციას “როიტერი” ირანულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ჩვენ რეგიონში კონფლიქტი არ გვინდა … ვინ დაიწყო ის? იემენელებს არ დაუწყიათ. ესენი იყვნენ საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ამერიკა, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა და ისრაელის სიონისტური რეჟიმი – ესენი არიან ისინი, ვინც ომი დაიწყეს ”, – ციტირებს სააგენტო ირანის პრეზიდენტის სიტყვებს.

ჰასან როჰანის თქმით, შეერთებული შტატები თეირანს საუდის ტერიტორიაზე შეტევაში ადანაშაულებს.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს, 18 სექტემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ირანული იარაღი წარმოადგინა, რომელიც სავარაუდოდ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანა Saudi Aramco-ს ობიექტებზე თავდასხმის დროს გამოიყენეს.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით- დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

CBS News-ის წყაროების თანახმად, თავდასხმა ირანის სამხრეთ ნაწილიდან განხორციელდა. CNN– ის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დრონები ირანის ბაზის მახლობლად გაუშვეს, რომელიც ერაყთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად