ირანი, აშშ-ს საპასუხო დარტყმის შემთხვევაში, დუბაისა და ისრაელის დაბომბვით იმუქრება!

უკიდურესად დაიძაბა ვითარება აშშ-სა და ირანს შორის.

ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი თავის ტელეგრამ არხზე აცხადებს, რომ აშშ-ს მხრიდან ირანის მიწის დაბომბვის შემთხვევაში, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი განახორციელებს დარტყმებს დუბაისა და ისრაელზე.

ირანმა აშშ-ს სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა. ალ-ასადის ბაზას, სადაც აშშ-ს საჰაერო ბაზებია განლაგებული 13 რაკეტა დაეცა. პენტაგონი საპასუხო ზომებით იმუქრება.

ირანი აცხადებს, რომ ეს იყო მათი რეაქცია ამერიკელთა ავიაიერიშის საპასუხოდ, რომლის დროსაც დაიღუპა ყასემ სულეიმანი. ირანისვე განცხადებით, განახორციელებს დარტყმას ამერიკის ტერიტორიაზე, თუ აშ სარაკეტო შეტევას პასუხს გასცემს.

თეთრი სახლის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. სარაკეტო შეტევის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა. დონალდ ტრამპი ოვალური კაბინეტიდან პირდაპირი ჩართვისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად