ირანი ამერიკასთან მოლაპარაკების შესაძლებლობას გამორიცხავს

ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების შესაძლებლობა გამორიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირანის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონის მხრიდან მაქსიმალური ზეწოლის გამო, ქვეყანამ ნებისმიერ დონეზე მოლაპარაკება არ უნდა აწარმოოს.

აიათოლა ალი ჰამენეის განმარტებით, საკითხი ამერიკის პოლიტიკურ კურსზეა დამოკიდებული.

ადრე, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა საუდის არაბეთში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას “იემენის მოსახლეობის თავდაცვა” უწოდა.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით-დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

16 სექტემბერს, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთზე თავდასხმის გამო, საპასუხო რეაგირებით დაიმუქრა. მისივე თქმით, თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი დადგინდა და ვაშინგტონი “სამეფოსგან ელოდება ინფორმაციას, თუ რა პირობებში უნდა იმოქმედონ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად