ირაკლი ზარქუა: ნიკა მელია საკუთარი გუნდის მსხვერპლია, თავისივე ბელადის ხაფანგში გაეხვა

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარი გუნდის მსხვერპლია, თავისივე ბელადის ხაფანგში გაეხვა, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

“ნიკა მელია საკუთარი გუნდის მსხვერპლია, თავისივე ბელადის ხაფანგში გაეხვა. აქ არავინ დაუწყებს ბულინგს, რა დროს ის არის მელია შევა თუ გამოვა. თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ამ ახალგაზრდას ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან პარტიაში რებრენდინგი დაიწყო.

ჩემთვის პარტიაში მის მიერ მიყვანილ ახალგაზრდებთან დებატები უფრო საინტერესოა, ვიდრე მაგალითად, გუბაზასთან, ბარამიძესთან და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან. ეს მას არ ეპატია და ახლა თავის სიტყვებსა და პრინციპებში გაიჭედა – დათანხმდეს იმ გირაოს და ხვალვე გამოვა! ახლა სახის შენარჩუნებას ცდილობს და ისევ ვაჭრობა დაიწყო”, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...