ირაკლი ზარქუა: ეს არის მორიგი სიცრუის ტირაჟირება უფუნქციოდ დარჩენილი ოპოზიციისგან

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპონენტები სიცრუის ტირაჟირებას აგრძელებენ და მათი მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები პროვოკაციულია.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

“ეს არის მორიგი სიცრუის ტირაჟირება უფუნქციოდ დარჩენილი ოპოზიციისგან! ამჯერად მათი პროვოკაცია ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის დაგებას უკავშირდება, სადაც ისინი გაუაზრებელ ხარჯებზე საუბრობენ. რეალურად, მერიამ ჭავჭავაძის გამზირის დროულად გახსნის მიზნით, გამართა ტენდერი და გაიღო ხარჯები, რომელიც პირველადი მსუბუქი ასფალტის დაგებას ითვალისწინებდა. ეს კი იმისთვის გაკეთდა, რომ საავტომობილო მოძრაობა აღდგენილიყო და მოსახლეობას დისკომფორტი არ შექმნოდა.
მას შემდეგ, რაც ყველა სამუშაო ჩატარდა, რეაბილიტაციის საბოლოო ეტაპი, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგებით სრულდება. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ ძველი, დროებითი ასფალტი აიყრება და დაახლოებით რამდენიმე დღის ვადაში ახალი ასფალტი დაიგება, რომელიც გაუთანაბრდება სანიაღვრე ჭებს,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი მოქალაქეების კომფორტისთვის გეგმაზომიერად მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად