ირაკლი ცუცქირიძე: მადლობას ვუხდი თანამშრომლებს, რომლებიც ასეთ დროს გვერდში მიდგანან

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამო, როგორც ცნობილია, უამრავი კომპანია გაჩერდა. ბევრი მათგანი საკანონმდებლო აკრაძალვათა ნუსხაში მოხვდა.
ვისაც არ შეეხო აკრძალვა, ლიჯისტიკური და სხვა პრობლემების გამო იძულებული გახდა გაჩერებულიყო.

თუმცა კომპანიების დიდი ნაწილი განაგრძობს მუშაობას, მათ შორისაა კომპანია “დონზორი”, რომელიც ძირითადად, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული შეკვეთების შესრულებას განაგრძობს და ხის დეტალების ექსპორტით არის დაკავებული. კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი ცუცქირიძემ ჯერ ზუსტად არ იცის, ყველა ქვეყანაში არსებული ლოჯისტიკური პრობლემების გამო, როგორ განხორციელდება ექსპორტი და იქნება თუ არა ვადების დარღვევის პრობლემები, თუმცა ენერგიას და რესურსს არ ზოგავს, რომ საწარმო არ გაჩერდეს, მისი თანამშრომლები მშიერი არ დარჩნენ.

– ბატონო ირაკლი, თქვენც შეგეძლოთ, მშვიდად მჯდარიყავით ოჯახთან ერთად, მოგეხმარათ თქვენი ნაშრომი, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

– არაა საჭირო ძალიან გამუქება, მე ვთვლი, რომ ყველას გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, ოჯახის, შვილების, ახლობლების, მეგობრების, ქვეყნის წინაშე. კი შემეძლო, დავრჩენილიყავი, მაგრამ ჩემი თანამშრომლების წინაშე პასუხისმგებელი ვიყავი. მათ ულუკმაპუროდ ვერ დავტოვებდი.

– თუ აღმოჩნდა, რომ თქვენი პროდუქტის რეალიზების პრობლემა იქნება, თქვენ უცხო ქვეყნებში აგზავნით ტვირთს, ხომ ზარალში წახვალთ?

– არა, არ წავალთ. ჩვენი პროდუქტი მალფუჭებადი არაა. დროებითი ზარალი ეგ არაფერი. ვიშრომებთ და ამ საერთაშორისო ლიჯისტიკური არეულობის ჟამსაც მივაღწევთ მიზანს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დროს გვერდში მიდგანან – პირველ რიგში ჩემს თანამშრომლებს, ასევე ჩემს მეგობრებს, რომლებიც მამხნევებენ და მათ მხარდაჭერას ვგრძნობ ყოველ წუთს და ყველაფერში.

– ბატონო ირაკლი თქვენ წინააღმდეგი იყავით ამ ინტერვიუსი. თავმდაბალი ხართ თუ მართლა არაფრად მიგაჩნიათ ასეთი საქციელი?

– ჩვეულებრივი საქმიანობაა. ყოველდღიურობა. ვმუშაობთ, რას ვაკეთებთ განსაკუთრებულს? მე ბიზნესს ვაკეთებ. მართალია, ამ ეტაპზე მუშაობა სარისკოა სუფთა კომერციული თვალსაზრისით, მაგრამ ვრისკავთ. ეს ნორმალურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად