ირაკლი წერეთელი: ეროვნული მოძრაობა ვართ მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები და არა დღევანდელი პოლიტიკანები

“ეროვნული მოძრაობა საქართველოში ვართ მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ჩემი თანამებრძოლები და არა დღევანდელი პოლიტიკანები”.

ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის წარმოამდგენელი “საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის” ლიდერი ირაკლი წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე ოპოზიციური პარტიების აქციების ორგანიზტორი პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო დროს არაერთხელ გაკეთდა განცხადებები, რომ ისინი ეროვნულ მოძრაობას წარმოადგენენ.

ირაკლი წერეთლის ბიოგრაფიული ცნობებიდან:

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, წევრი (1987-1988)
ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ეროვნული ფრონტი, წევრი (1988-)
საქართველოს ეროვნული ფორუმი, წევრი (1990-)
საქართველოს დეოკუპაციის კომიტეტი, დამფუძნებელი და კოორდინატორი (1997-)
საქართველოს ეროვნული დამოუკიდებელი პარტია, დამაარსებელი და თავმჯდომარე (1989-)
საქართველოს ეროვნული კონგრესი, წევრი (1990-1991)
საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი, წევრი (1989-)
საქართველოს ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის საკოორდინაციო ცენტრი, დამფუძნებელი და წევრი (1990-)
საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, ერთ–ერთი დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი (1988-)
საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
წმინდა ილია მართლის საზოგადოება, დამფუძნებელი და გამგეობის წევრი (1988-1989)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...