ირაკლი სიხარულიძის ახალი გუნდი “სლოვაცკოა”

"აიპრესი" უკვე იუწყებოდა, რომ ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი და თავდამსხმელი, ირაკლი სიხარულიძე, კარიერას ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებდა. 

როგორც ფეხბურთელმა "აიპრესს" განუცხადა, ეს გუნდი გასავარდნ ზონასთან მყოფი კლუბი "სლოვაცკოა", რომელთანაც თავდამსხმელმა ორ წლიან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა და მას ჩეხური გუნდი უახლოეს ხანებში წარადგენს.

27 წლის ფორვარდის სახელი "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ თბილისის "დინამოს" დაუკავშირეს, მაგრამ სიხარულიძემ საქართველოში კარიერის გაგრძელებას ჩეხეთი არჩია. 

"სლოვაცკო" ჩეხეთის უმაღლესი ლიგის ბინადარია, მაგრამ ახლა მძიმე ხანი უდგას. 16 ტურის შემდეგ, გუნდს 12 ქულა აქვს და 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილი უკავია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...