ირაკლი შოთაძე: “თვითმხილველებმა დაინახეს სოსანაშვილი”

"დანაშაულის არაღიარება ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა. მე ამას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ეს სოსანაშვილის უფლებაა."- განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გადაცემა "იმედის კვირაში"

 

"

"ალიბს რაც შეეხება, დეტალებში ჩასვლა შორს წაგვიყვანს. იმის მტკიცება, რომ სასადილოში იჯდა, იმას არ ნიშნავს, რომ რამდენიმე  საათით ადრე მან არ დაამონტაჟა ეს მოწყობილობა. სოსანაშვილის ალიბი თითიდან გამოწოვილია. რაც შეეხება მოტივს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან კავშირი"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

მისი თქმით, ანალიზი გაუკეთდა ანძაზე დაფიქსირებულ 30 000 მდე ზარს და  გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანია მოწმე, რომელმაც დაინახა სოსანაშვილი როგორ მიემართებოდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად