ირაკლი შოთაძე ოპოზიციის პერფორმანსი: თუ ფიქრობენ, მე დავრჩი შეურაცხყოფილი, მწარედ სცდებიან (ვიდეო)

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ფაქტი შეაფასა და განაცხადა.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროს ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ. მოესმინათ ხედვები, მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდეგ გამოეხატათ თავიანთი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ, რეალობა ის არის, რომ ამ ხალხ ეს არ აინტერესებს.
თუ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისა მსგავსი ქმედებებით, თვითონ რჩებიან შეურაცხყოფილი. ეს არის ადამიანური რეალობა. შესაბამისად, ადამიანს მხოლოდ აღზრდა რა უშველის თუ ბუნებამაც არ უშველაო“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენენ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ფლაერები დაარიგა, სადა სიტყვა “მონა” წერია.

კომიტეტის სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდა   და ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად