ირაკლი შოთაძე: ნინო გვენეტაძე ღირსეული ქალბატონი და თვალსაჩინო პროფესიონალია

მთავარ პროკურატურაში მოსამართლეების საგამოცდო ტესტების სკანდალზე მიმდინარე მოკვლევაზე, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე საქმის პროფესიონალია. 

„ჩემი მთავარი პროკურორობის პერიოდში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე კომენტარს უკაცრავად, მაგრამ არ ვაკეთებ! რაც შეეხება ნინო გვენეტაძეს, ის არის ღირსეული ქალბატონი და თავისი საქმის მართლაც თვალსაჩინო პროფესიონალი“ , – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად