ირაკლი შოთაძე: მზად ვარ, გიორგი ჭანტურიას ოჯახს პირადად შევხვდე

ქვეყნის მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზად არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს შეხვდეს. 

"მე მზად ვარ საჭიროების შემთხვევაში შევხვდე გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრებს და მოვისმინო ის დეტალები, რასთან დაკავშირებითაც ოჯახს პრეტენზიები აქვს მაშინდელ გამოძიებასთან", – განაცხადა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურიას შვილი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად