ირაკლი შოთაძე: “გპირდებით, ყველა დამნაშავე დაისჯება!”

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შემთხვევის ადგილას, სადაც იური ვაზაგაშვილის აფეთქება მოხდა, მთავარი პროკურირის მოადგილე ირაკლი შოთაძეც მივიდა.

"იური ვაზაგაშვილის შვილის,  ზურა ვაზაგაშვილის საქმე ბოლომდეა მიყვანილი და გპირდებით, რომ ყველა დამნაშავე დაისკჯება, გამოძიებას გააჩნია მყარი არგუმენტები. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, უდიდეს წუხილს გამოვხატავ მომხდართან დაკავშირებით და მომხდარ ფაქტს უსწრაფესად გამოვიძიებთ.

შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ხშირად გვიხდებოდა შეხვედრა და ძალიან თბილი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. რაიმე ვერსიებზე საუბარი არ მინდა, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ  უსწრაფესად გამოვიძიებთ ამ საქმეს." _ განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ 109-ე მუხლით აღძრა _ განზრახ მკვლელობა. 

ფოტო: ალეკო შარვაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...