ირაკლი შოთაძე: 2020 წლის მიღწევები, პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს პროკურატურის გუნდზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის მიღწევები, რასაც უწყებამ 2020 წელს მიაღწია, პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია.

„ის შედეგები და მიღწევები, რომლებზეც დღეს ვისაუბრე არ იქნებოდა, რომ არა გამორჩეულად პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლებით დაკომპლექტებული საქართველოს პროკურატურის გუნდი, რომელიც თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ფასად ახერხებს ღირსეულად გაართვას თავი დანაშაულთან ბრძოლის ურთულეს გამოწვევებს, რომელიც ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. მსურს, თითოეულ მათგანს უდიდესი მადლობა გადავუხადო წარმატებული საქმიანობისთვის“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად