ირაკლი შენგელია: „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ამომრჩევლებს წარუდგინა სტაბილური პოლიტიკური გამოცდილების და განვითარებაზე ორიენტირებული ძლიერი გუნდი

ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ განაცხადა.

“პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატებით, კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლებისთვის, პოლიტიკური პოლარიზების პირობებში, არსებული საარჩევნო მოდელის შესაბამისად ვუპასუხოთ მოქალაქეების მოთხოვნებს.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ამომრჩევლებს წარუდგინა სტაბილური პოლიტიკური გამოცდილების და განვითარებაზე ორიენტირებული ძლიერი გუნდი.

მინდა, პირველ რიგში, წარმატება ვუსურვო ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, ბატონ ზაზა ლომინაძეს. გარდა იმისა, რომ ის გახლავთ პრაქტიკოსი ექიმი, მას აქვს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. ჩვენს თანამოქალაქეებს კარგად ახსოვთ მისი ჩართულობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში.

დღეს ჩვენი ქალაქის პრიორიტეტია განვითარება, მოქალაქეების კეთილდღეობა, განათლების და დასაქმების ხელშეწყობა, ძლიერი რეგიონული პოლიტიკა და დეცენტრალიზაციის პირობებში დემოკრატიული პროცესების გამყარება. ამასთან სოციალური პოლიტიკის აღებული კურსის განმტკიცება, პირველადი ჯანდაცვის ეფექტური განვითარების და მოწყვლადი ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

ჩვენი გუნდი მზადაა უპასუხოს ამ გამოწვევებს და გააძლიეროს ქალაქის წარმომადგენლობა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე”, – განაცხადა შენგელიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად