ირაკლი შენგელია: ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მაღალი პასუხისმგებლობის მაგალითი

 ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა. ირაკლი შენგელიას თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შემდგარმა შეთანხმებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობის მიერ არჩეული კურსი თანმიმდევრულია.

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მთავარი დაკვეთა არის ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარება, ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მაღალი პასუხისმგებლობის მაგალითი, რაც პოლიტიკური კონსენსუსისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯით გამოიხატა. ეს ასევე არის მკაფიო გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მისამართით, რომ დასავლური დემოკრატიის მშენებლობის გზაზე, ჩვენი მთავრობის მიერ არჩეული კურსი არის თანმიმდევრული და სრულად იზიარებს ჩვენი მოკავშირეების ხედვებს. დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია ინსტიტუციების გაძლიერება და პოლიტიკური პროცესების აღნიშნული სივრცეებიდან მართვა, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების და დასავლური ინტეგრაციის უალტერნატივო გზა, რაც ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სუბიექტის მიზანს უნდა წარმოადგენდეს“, – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...