A2 ბანერი
A2 ბანერი

ირაკლი სესიაშვილის პასუხი “რუსთავი 2”-ს: რაც გუშინ აჩვენეთ, ეგ არის პოლიტიკური აფერისტობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გუშინ, “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს სადაც მმართველი გუნდის სხვა წევრების ქონებასთან ერთად, მისი სახლის შესახებაც იყო საუბარი.

სესიაშვილმა ამ სიუჟეტს სიცრუე უწოდა.

“მინდა გამოვეხმაურო გუშინ, შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს, რომელიც მორიგ სიცრუეს და ბინძურ პიარ კამპანიას ემსახურება ჩემს და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ. იმდენად შევეჩვიე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ჩემზე თავდასხმას, რომ არც კი ვაპირებდი პასუხის გაცემას, თუმცა მე თავს ანგარიშვალდებულად ვთვლი ჩვენი საზოგადოების წინაშე და სწორედ ამიტომ მინდა გაჩვენოთ როგორ იტყუება რუსთავი 2, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობას ჩემი დეკლარაცია არ აჩვენეს, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი თანხვედრაშია. ეს მათ არ აწყობდათ, მარტივი მიზეზის გამო, ვეღარ მოიტყუებდნენ. ამ სიუჟეტში კი ნამდვილად იყო ბევრი ტყუილი! პირველი- იქ, სადაც ახლა მე ვცხოვრობ (ქოშიგორაზე), მშენებლობა დავიწყე 2009 წელს და დავასრულე 2012-ში, მათ შორის ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაო. შესაბამისად ტყუილია, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში ნათქვამი ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი დეპუტატმა სესიაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის ანუ 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ გაიხსენოთ მაესტროს გადაცემა “ღია კარის დღე” და მარტივად დარწმუნდებით, რომ ეს სახლი უკვე აშენებული მქონდა.

ტყუილი მეორე- რუსთავი 2-მა მეორე სახლის მშენებლობას ამავე ტერიტორიაზე, უკვე მიუძღვნა ერთი გადაცემა, სადაც ჩემს მიერ ახსნილი და დეკლარაციაშიც დასაბუთებული იყო, რომ მე გავყიდე ჩემი კუთვნილი ბინა თბილისის ცენტრში და შესაბამისად ამ სახსრებით დავიწყე მეორე სახლის მშენებლობა, რომელიც წლებია მიმდინარეობს და ამ დრომდე დაუსრულებელია. ყველა გაწეული ხარჯი ამ შემთხვევაშიც, სრულ თანხვედრაშია დეკლარაციასთან. ეს ფაქტებიც შეგნებულად არ ითქვა ამ სიუჟეტში, რადგან ამ სცენარის ავტორები ვეღარ შეძლებდნენ იმ ეჭვის გამყარებას,თითქოს რაიმე სახის უკანონო შემოსავლით მაქვს აშენებული საკუთარი საცხოვრებელი სახლი.

ბევრი რომ არ მოგაწყინოთ, ვფიქრობ ყველა ვხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკური აფერისტობა, წინასაარჩევნოდ დადგმული იაფფასიანი შოუ და მტკიცებულებების გარეშე თავდასხმა ქართული ოცნების წარმომადგენლებზე! ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კარგად იციან, რომ ვიდგები ყოველთვის იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ინტერესებია დასაცავი და არ მივცემ საშუალებას მოძალადეებს ქვეყნის ხელისუფლებას დაუბრუნდნენ. სწორედ ამიტომ ჩვეული ხერხებით ცდილობენ დააზიანონ ის ადამიანები, ვის მიმართაც არის ნდობა. ჩემი მთავარი სათქმელი მათთვის, ვინც ასე ცდილობს ეჭვის ქვეშ დააყენოს ჩემი რეპუტაცია არის შემდეგი- ვერავინ ვერასდროს გამიბედავს მითხრას, რომ ოდესმე, რაიმე უკანონო შემოსავალი მქონია. რასაც მიმიღწევია, ეს მხოლოდ ჩემი შრომით და წესიერებით ხდებოდა. ეს კარგად დაიმახსოვრეთ!

ამიტომ ამ ტალახის სროლასაც გადავიტან, რადგან ვიცი რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის!”- წერს სესიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი სესიაშვილი: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მიესალმება საქართველოს…

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია, კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში, ნატოს საპარლამენტო…

სესიაშვილი ჭანკოტაძეს: თქვენი პოლიტიკური პრემიერა სამარცხვინოა! 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა გენერალ ჯონი ჭანკოტაძეს მიმართავს.

სესიაშვილი: 9 წლის განმავლობაში “ნაცმოძრაობა” საკუთარი ხალხის წინააღმდეგ…

"დესტაბილიზაციას, რომელსაც თავის დროზე, 9 წლის მანძილზე „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა. ეს ძალადობა იყო საკუთარი…

კალიფორნიაში, ტყის ხანძრის შედეგად მსახიობ ჯერარდ ბატლერის სახლი განადგურდა

კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად მსახიობ ჯერარდ ბატლერისა და მუსიკოს ნილ იანგის სახლები განადგურდა. საკუთარ…

სესიაშვილი: სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმ არასწორი ქმედებების გამო, რომელმაც…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, წინა ხელისუფლებამ და უშუალოდ, ყოფილმა პრეზიდენტმა…

“მახსოვს, თვალებს ვეღარ ვახელდი”-ირაკლი სესიაშვილი 11 წლის წინანდელ…

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი 11 წლის წინ მომხდარ მოვლენებს…

მარსელში, სახლის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

მარსელში, სახლის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Franceinfo საფრანგეთის…

სესიაშვილი: ოქუაშვილი და “ნაცმოძრაობა” ცეცხლით და მახვილით რთველს…

თავდაცვის ყოფილ მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის…

ამერიკის ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 245 მილიონ აშშ დოლარად იყიდება

აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 245 მილიონ აშშ დოლარად გაიტანეს. სახლი ლოს-ანჯელესის ელიტურ რაიონში…

ირაკლი სესიაშვილი: ოპონენტები თუ გაავლებენ პარალელს საარჩევნო პროცესებს შორის, ცუდი…

"ახალქალაქაში მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცველები ადეკვატური რეაგირებას მოახდენენ", - ამის შესახებ საპარლამენტო…
კომენტარები
იტვირთება...