ირაკლი სესიაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში გელა სამხარაული იქნება

პარლამენტში ირაკლი სესიაშვილი ადგილმონაცვლე დეპუტატი გელა სამხარაული იქნება.

“აიპრესის” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატს, ირაკლი სესიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, “ქართული ოცნების” პროპორციული საარცევნო სიის მიხედვით, მის ადგილს გელა სამხარაული დაიკავებს.

გელა სამხარაული 2012 -2016 წლის მოწვევის პარლამენტში თელავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2016-2020 წლის მოწვევის პარლამენტში – ახმეტის მაჟორიტარი, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის “ქართული ოცნების” პროპორციული სიით მონაწილეობდა, თუმცა, დეპუტატი ვერ გახდა.

შეგახსენებთ: ორი დღის წინ, “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა, მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლეს სესიაზე მიიღებს.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მე-X მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მას აქვს, როგორც კერძო და არასამთავრობო სექტორში, ისე – აკადემიურ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ირაკლი სესიაშვილს, სხვადასხვა სპეციალობით, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგისა და ბამბერგის უნივერსიტეტებში, არის ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უსაფრთხოების კვლევის მაგისტრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...