ირაკლი სესიაშვილი: საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად

“საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, ეს არის გარდაუვალი საკითხი”.-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას.

“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია ნატო-ს, ევროკავშირის და ყველა ცივილიზებული სუბიექტის მხრიდან. საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, ეს არის გარდაუვალი საკითხი. ეჭვქვეშ არასდროს დადგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს საზოგადოებამ სწორად უნდა გაიგოს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. სესიაშვილი რასმუსენის მოსაზრებას განმარტავს და ამბობს, რომ ის ეხება ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის გამოყენების საკითხს. „მისი მოსაზრება ეხება, როგორ უნდა მოხდეს ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის გამოყენება, ანუ შეუძლია თუ არა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა თავისი ტერიტორიული მთლიანობით. თუმცა, მე-5 მუხლის გამოყენების საკითხი შეიძლება არ შეეხოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ისევე როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

NATO-ს ყოფილი გენერალურიმა მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცევლებლად გაწევრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...