ირაკლი სესიაშვილი: საარჩევნო სიისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ქვეყნის, მათ შორის უმრავლესობის ერთი ჯარისკაცია და სადაც საჭირო იქნება მისი ჩართვა, იქ იქნება.

„საარჩევნო სიისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. ცხადია, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესში ჩართულია. ის დროც დადგება, როცა პარტია სიას წარმოადგენს. ქვეყნის მიმართ ჩემი დამოკიდებულება პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. ქვეყნის, მათ შორის უმრავლესობის ერთი ჯარისკაცი ვარ და როგორც საჭირო იქნება ჩემი ჩართვა, იქ ვიქნები. მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, თუმცა ქვეყანაში პრობლემები რჩება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად