ირაკლი სესიაშვილი პარლამენტიდან მიდის

პარლამენტი “ქართული ოცნების” დეპუტატს, ირაკლი სესიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუჩერეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა, მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლეს სესიაზე მიიღებს.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მე-X მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მას აქვს, როგორც კერძო და არასამთავრობო სექტორში, ისე – აკადემიურ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ირაკლი სესიაშვილს, სხვადასხვა სპეციალობით, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგისა და ბამბერგის უნივერსიტეტებში, არის ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უსაფრთხოების კვლევის მაგისტრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...