ირაკლი სესიაშვილი: ოპონენტები ფულს არ ზოგავენ, რომ ლობისტების საშუალებით, ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეილახოს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები უმეტეს შემთხვევაში ცდილობენ საგარეო ურთიერთობები და ფაქტორები შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოიყენონ.

ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა გამოცემაში  „NEWEUROPE“ გამოქვეყნებულ სტატიაზე  „საქართველოს დაახლოვება ევრო-ატლანტიკურ ოჯახთან” კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან პოლარიზებული და პოლიტიზირებული, სამწუხაროა რომ ჩვენი ოპონენტები უმეტეს შემთხვევაში ცდილობენ საგარეო ურთიერთობები და ფაქტორები შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოიყენონ. ისინი ფულს არ ზოგავენ, რომ ლობისტების საშუალებით ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეილახოს, მაგრამ იქ, სადაც გვაქვს რეალურად დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასებები, ჩვენ ვხედავთ ძალიან სწორ აქცენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება და საქართველო არის იმდენად წარმატებული, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანებას. ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ხედავენ და იმედი გვაქვს რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება“, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისათვის: ”NEWEUROPE”  სტატიას სახელწოდებით “საქართველოს დაახლოვება ევრო-ატლანტიკურ ოჯახთან“ აქვეყნებს.

Neweurope: საქართველო განიხილება, როგორც ნატო-ს ყველაზე ახლო ოპერაციული პარტნიორი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად