ირაკლი სესიაშვილი: მადლობა, ირაკლი!

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას გამოეხმაურა.

"ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი. ბოლო 4 წლის მანძილზე ბევრჯერ მოგვიწია ერთად მუშაობა და ყოველთვის გაოცებული ვიყავი შენი ღრმა ცოდნითა და საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. როგორც თქვი, სუფთა ხელებით მოხვედი და სუფთა ხელებით ტოვებ პრემიერმინისტრის საპასუხიმგებლო პოსტს. შენ ძალიან ეფექტურად გაართვი თავი დაკისრებულ მოვალეობას ალბათ ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს საქართველოსთვის და არა მარტო ქვეყნის შიგნით იყავი ღირსეული, არამედ შენი ადგილი დაიმკვიდრე საერთაშორისო ასპარეზზე.

ისტორიას დარჩება შენი ხელმძღვანელობით ქვეყანაში მიღწეული წარმატებები, განხორციელებული ძალიან სერიოზული რეფორმები და ბევრი კეთილი საქმე. ჩემთვის კი შენ ხარ მეგობარი, უშუალო, ალალი, გულიანი და ვაჟკაცი კაცი. ჩვენ წინ კიდევ ბევრი საქმე გველოდება. მეგობრობა კი – ბოლომდე. მადლობა, ირაკლი",- წერს სესიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...