ირაკლი სესიაშვილი: ის განცხადება, რომ მომაკვდინებელი ნივთიერება ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, სისულელე და აბსურდია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მომაკვდინებელი ნივთიერება ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება სისულელეა, რადგან მისი შემქმნელები საბჭოთა სამხედრო მეცნიერები არიან.

“დღეს გაკეთდა განცხადება, რომ მომაკვდინებელი ნივთიერება – ა234 თურმე ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, რაც რა თქმა უნდა, სისულელე და აბსურდია. ფაქტია, რომ ეს არის საბჭოთა სამხედრო მეცნიერების მიერ შექმნილი მომაკვდინებელი ნივთიერება, რომლის გამოც თანამედროვე რუსეთში ათამდე პირი იქნა მოკლული. ამიტომ ის, რომ ლუგარის ლაბორატორიას რაიმე კავშირი აქვს ამ ნივთიერებასთან, ამას არავინ არ დაიჯერებს. როგორც სჩანს სპეცსამსახურები გათვლას არა გარე სამყაროზე, არამედ თავიანთ რუსეთის მოქალაქეებზე აკეთებენ.

ლუგარზე თავდასხმა არაერთხელ გვინახავს. მე ამას ვუკავშირებ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დისკრედიტაციას რუსეთის მხრიდან. ასევე ამას ვუკავშირებ კოვიდ-19 წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან საქართველო იყო ძალიან წარმატებული და რუსეთის წარუმატებლობაც შეიძლება დისკრედიტაციის ნაწილი იყოს. ამასთან ერთად წინასაარჩევნო პერიოდია და როგორც სჩანს ჩვენს მტრებს არ სურთ, რომ ძლიერი საქართველო გამოჩნდეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად