ირაკლი სესიაშვილი გარეჯის საქმეზე: არსებობს ორიგინალური ვერსია, ის ინახებოდა თუ გადამალული იყო, ალბათ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს

“აღმოჩნდა, რომ ეს რუკა არსებობს, არსებობს ორიგინალური ვერსია. ეს რუკა ინახებოდა თუ გადამალული იყო, ეს ალბათ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს”.

ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ორი ყოფილი წევრის დაკავების ფაქტის კომენტირებისას ჟურნალსიტებთან განაცხადა.

მისი განმარტებით, დაკავებულები კომისიის მუშაობის ფარგლებში ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლითაც ზიანდებოდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები.

“აღმოჩნდა, რომ ეს რუკა არსებობს, არსებობს ორიგინალური ვერსია. ეს რუკა ინახებოდა თუ გადამალული იყო, ეს ალბათ გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საერთო ჯამში, ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლის ფარგლებშიც ზიანდებოდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები და რომლის ფარგლებშიც ჩვენი სახელმწიფო უარს აცხადებდა 3500 ჰექტარ მიწაზე, მათ შორის, იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და გამოძიებას უნდა დაველოდოთ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ,

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა

პროკურატურა: დავით გარეჯის საკითზე მომუშავე კომისიამ ქართული მიწის დაკარგვის საფრთხე შექმნა (ვიდეო)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად