ირაკლი სესიაშვილი ეკა კვესიტაძეს: ამორალურობის გადაფარვას ცდილობთ თქვენ და “რუსთავი 2”

"პროპაგანდას ეწევით, ამ პროპაგანდაზე ახსნა არ გაქვთ არც თქვენ, არც თქვენს ჟურნალისტებს. არც მალაპარაკებთ",- ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე საუბრისას. 

სესიაშვილის განმარტებით, მის შვილს დანაშაულთან არავითარი კავშირი არ აქვს. 

"მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორც მშობელი, როგორც თანამდებობის პირი. თქვენ მე მეძახით გადაცემაში, მიფრიალებთ რაღაც ამობეჭდილ დოკუმენტაციას. ელემენტარულად არ გინდათ მოისმონოთ… პროპაგანდას ეწევით, ამ პროპაგანდაზე ახსნა არ გაქვთ არც თქვენ, არც თქვენს ჟურნალისტებს. არც მალაპარაკებთ. 

არავითარ გამოკითხვაზე ჩემი შვილი არ ყოფილა. ამ ფაქტის შესახებ არც მე და არც მან არაფერი ვიცოდით. ჩვენმა ცნობილმა ცილისმწამებლებმა ააგორეს პოლიტიკური კამპანია და დაიწყეს ბინძური, ამორალური ქმედება. ეს იყო ამორალური ქმედება. ამ ამორალურობის გადაფარვას ცდილობთ თქვენც, "რუსთავი 2"-ც. მტელი ეს პროპაგანდა მიმართულია იქით, რომ "გააპრავოთ" ეს პროოაგანდა, "გააპრავოთ" ამორალურობა. ჩემი შვილი აბსოლუტურად მართალია. მას არანაირი შეხება არ აქვს დანაშაულთან",- მიმართა სესიაშვილმა კვესიტაძეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად