ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ოპონენტები არიან ფარისეველი დემოკრატები

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სიმართლე ყოველთვის მწარეა და მათი ბრალდებები გასაკვირი არ არის.

“არ მიკვირს, რომ ჩვენი ოპონენტები იმედგაცრუებულები არიან იმდენად, რამდენადაც სიმართლე ყოველთვის მწარეა. მათ თავიანთი პოლიტიკა ყოველთვის სიცრუეზე ჰქონდათ აგებული და ცხადია, ეს იმედგაცრუება მოსალოდნელი იყო. მეტიც, მე მოვისმინე სამარცხვინო განცხადებები, თითქოს სტრასბურგის სასამართლო მოისყიდეს და ზემოქმედება მოახდინეს, მაგრამ არ მიკვირს, რადგან ჩვენი ოპონენტები არიან ფარისეველი დემოკრატები, რომლებსაც დემოკრატია სჭირდებათ და აწყობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ ინტერესებს ატარებენ. როცა ვერ ატარებენ, მაშინ არც ევროპა უყვართ, არც სტრასბურგის სასამართლო და არც ევროპულ ღირებულებებს აღიარებენ. ამიტომ მთავარი არის, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ყოველთვის არის დაცული და ეს დასტურდება საერთაშორისო რეიტინგებით.

“2012 წლამდე ასეულში არ ვიყავით და დღეს ყველაზე მთავარი ინდიკატორი თითოეული თქვენთაგანი ხართ. ასევე მივესალმები ქიბარ ხალვაშის განცხადებას ერთი მხრივ, ყოფილ მოწილეებთან მიმართებაში, რაც არის ღირსეული კაცის განცხადება და მეორე მხრივ მივესალმები, რომ ქიბარ ხალვაში გარანტიას იძლევა რომ არ ჩაერევა სარედაქციო პოლიტიკაში”-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

​შეკითხვაზე, ხელისუფლება აძლევს თუ არა გარანტიას საზოგადოებას, რომ ქიბარ ხალვაშის მმართველობის პირობებში “რუთავი2” იქნება თავისუფალი და ობიექტური, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოადგენს იმ ხელისუფლებას და აღიარებს იმ “ქართული ოცნების” პოლიტიკას, როცა პარტია, ხელისუფლება არ ერევა არცერთ მედიასაშუალებაში და მის სარედაქციო პოლიტიკაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...