ირაკლი სესიაშვილი: აზერბაიჯანთან ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს და მიზანი არ არის ერთმანეთს ტერიტორიები წავართვათ

“ფაქტია, რომ იმ პროცესში, რომელიც უკავშირდებოდა კომისიის ფარგლებში საზღვრის დემარკაციის საკითხს, ყველა შეთანხმება მოხდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ამიტომ ბუნებრივად გაჩნდა და გაუჩნდა საგამოძიებო ორგანოებს კითხვა, ხომ არ იყო აქ რაიმე მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.”

ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პროკურატურის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმიდინარე გამოძიების კომეტირებისას განაცხადა

როგორც ირაკლი სესიაშვილმა განმარტა,  „ყველაფერს დაემატა ის, რომ არსებობს რუკა, რომლითაც დასტურდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები“.

„ამ რუკის არც მოძიება მომხდარა და რიგ შემთხვევებში ეს რუკები დაკარგულია, დამალულია. თუ სურვილი არ ჰქონდათ, რუკა გამოეყენებინათ, ესეც ეჭვებს აჩენს. ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, ტერიტორიებზე და სიწმინდეებზე ვსაუბრობთ, რაზეც თავის დროზე წინა ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ჩვენი ტერიტორია არ არის და საბჭოთა კავშირის დროს ეკუთვნოდა მეზობელ ქვეყნებსო. ჩვენ აზერბაიჯანთან ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს და მიზანი არ არის ერთმანეთს ტერიტორიები წავართვათ, არამედ სამართლიანად დადგინდეს ის, რაც შეთანხმებითაა მიღწეული“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურა: უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად