ჰანიველ პარტნერსი-ს(HunnewellPartners) მმართველი პარტნიორი და "ლიბერთი ბანკის" აქციონერი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ ბანკ "ქართუს“ შეძენაზე მოლაპრაკებები ისევ მიმდინარეობს.
მისიევე თქმით, როდის დასრულდება მოლაპარაკებები და რა შედეგით ჯერ-ჯერობით უცნობის
„ვართ პროცესში, ვუყურებთ სხვადასხვა ბანკს. ძალიან მინდა, რომ გამოვიდეს "ქართუს" შეძენა. მაგრამ ჯერ კიდევ რაღაც სამუშაოებია გასაკეთებელი“,- აცხადებს "ლიბერთი ბანკის" აქციონერი.
კითხვაზე, რა ეტაპზეა მოლაპარაკება, ის ამბობს, რომ საბოლოო შედეგამდე „შეიძლება, 2 თევა დარჩენილი, შეიძლება – 2 წელი“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ "ლიბერთი ბანკის" აქციების 74,64% ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანიამ EFG-მ იყიდა. შედეგად, ბანკის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).
ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.