ირაკლი რევიშვილმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 მოცურავეს შორის მესამე შედეგი აჩვენა

ქართველი მოცურავე ირაკლი რევიშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე 400 მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობს.

პირველ საკვალიფიკაციო გაცურვა ქართველმა სპორტსმენმა 4 მოცურავეს შორის მესამე შედეგით დაასრულა. მისი შედეგი 3:57:49-ია.

გაცურვაზე საუკეთესო შედეგი ჩილელ ედუარდო ცისტენასს ჰქონდა – 3:54:10.

აღნიშნული შედეგით ირაკლი რევიშვილს შემდეგ ეტაპზე გასვლის დაბალი შანსი აქვს.

კომენტარები
იტვირთება...