ირაკლი ქადაგიშვილი ხატია დეკანოიძეს: „ენმ“ მამაკაცების ბრბო არის და ქალებს გიშვებენ წინ – ყელში ამომივიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ კაცები რომ ამ ქალებს წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან, ეგ არ არის დისკრიმინაცია?”

ასე მიმართა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს ბიუროს დღეევანდელ სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები გასულ რიგგარეშე სხდომაზე მომხდარი დაპირიპირების მონაწილე მამაკაცების დასჯას ითხოვენ, კერძოდ, კი ძალადობას უკავშირებენ შალვა პაპუაშვილსა და თინა ბოკუჩავას შორის მომხდარ ინიცდენტს, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშილმა სპიკერატში თვითნებურად ასული თინა ბოუკჩავა ფიზიკურად ხელში აიყვანა და ისე დაატოვებინა ადგილი.

„მამაკაცების ბრბო არის და ქალებს გიშვებენ წინ. ყელში ამომივიდა“, – მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა ხატია დეკანოიძეს და ბიუროს სხდომა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

კომენტარები
იტვირთება...