ირაკლი ქადაგიშვილი: გიორგი გახარია პიროვნული მარცხისგან ვერ გამოსულა, რაც მას აქვს განცდილი ირაკლი კობახიძესთან კონკურენციით

„გიორგი გახარია პიროვნული მარცხისგან ვერ გამოსულა, რაც მას აქვს განცდილი ირაკლი კობახიძესთან კონკურენციით და ასე პოზიციონირებს. ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა, გარდა იმისა, რომ კობახისძესთან აქვს პიროვნული გაურკვევლობა. ალბათ, ფიქრობს, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი კობახიძეა.” – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“სახელმწიფო არ ჩამოშლილა, შეასრულა თავისი ფუნქცია და როლი, მიუხედავად მძიმე გამოწვევისა, რომელიც მოულოდნელად დადგა, რადგან არავინ ელოდა, რომ ისეთი პირები გამოჩნდებოდნენ, რომლებიც მედიას დევნას დაუწყებდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა,  5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა კონსტიტუცია და ვერ დაიცვა მოქალაქეები ძალადობისგან, რაც იყო უუნარობის გამოხატულება.

კომენტარები
იტვირთება...