ირაკლი ფირცხალავას ძმამ ციხეში მხოლოდ ორი თვე გაატარა

იყო თუ არა ე.წ კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას მხრიდან შურისძიება ძმის გამო? რა კავშირი ჰქონდა ალექსანდრე ხუბულოვს ამ საქმესთან? რატომ დააკავეს მოქმედი მაღალჩინოსნის ძმა ნარკოდანაშაულზე და რა მოხდა 2006 წლის აპრილის თვეში?
"ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 2006 წლის 07 აპრილს, სოდის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა. აღსანიშნავია, რომ ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს, მის დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავასთვის. მისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც გადაწყვიტა ლიკვიდაციის გზით, შური ეძია მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე",- ნათქვამია პროკურატურის ბრალდების ტექსტში.
 
ეს თემა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავად ირაკლი ფირცხალავასთვისაც. მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განმარტება გააკეთა როგორც ხუბულოვზე, ასევე თავის ძმაზე:
 
"ხუბულოვი ვაჟკაცი იყო. არ იყო ის პოლიციის ინფორმატორი. ჩემი ძმა მე დავაკავე. ეს მთელმა თბილისმა იცის. მან მოიხადა მოსახდელი. ჩემი ძმა იმ შემთხვევის შემდეგ ძალიან კარგად ცხოვრობს. სამარცხვინოა, როდესაც პროკურატურა რაღაცას თითხნის" – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ სასამართლო პროცესზე.
 
"აიპრესი" ირაკლი ფირცხალავას ამ განცხადების შემდეგ მისი ძმის ისტორიით დაინტერესდა.
 
"ლევან ფირცხალავას (ირაკლი ფირცხალავას ძმა) 2006 წლის აპრილის თვეში შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება 2 თვის ვადით და ის ჩვენს სისტემაში ირიცხებოდა როგორც ბრალდებული. ხოლო მსჯავრებულის სახით ლევან ფირცხალავა ჩვენს სისტემაში არ ირიცხებოდა“ – ასეთი პასუხი მივიღეთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან.
 
"აიპრესმა" სამინისტროს მიმართა კითხვით: ირიცხებოდა თუ არა ირაკლი ფირცხალავას ძმა მსჯავრდებულის სახით და თუ ირიცხებოდა, რა პერიოდიდან რა პერიოდამდე. პასუხიდან როგორც ირკვევა, მან სასაჯელაღსრულების სისტემაში მხოლოდ ორთვიანი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული სასჯელი მოიხადა. პატიმრის სახით ის სისტემაში არ ირიცხებოდა.
 
"აიპრესის" ინფორმაციით, ლევან ფირცხალავას პირობითი სასჯელი შეეფარდა.  რამდენიმე წუთის წინ, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ლევან ფირცხალავას საპროცესო შეუფარდეს.
 
„მაშინ მთელმა შს სამინისტროს ხელმძღვანელობამ  ვიცოდით, რომ ფირცხალავას ძმა იყო ნარკომანი და ის ამას არ მალავდა. უფრო მეტიც, როცა მისი ძმა გამოუშვეს საპროცესოთი, ძალიან ნანობდა, ამის ფული მაინც მე უნდა გადავიხადო და ის ისევ იგივეს გააგრძელებსო“- განაცხადა შოთა უტიაშვილმა ტელეკომპანია „იმედში.“
 
ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი დავით ხაჟალია "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავამ საკუთარი ძმა, ლევან ფირცხალავა თვითონ დააჭერინა.
 
როგორც ფირცხალავა აღნიშნავს, ირაკლი ფირცხალავა თავის ძმას 2006 წლიდან 4 წელი არ ელაპარაკებოდა.
 
"სიმართლე თუ გინდათ. მისი ძმა თვითონ დაიჭირა ირაკლი ფირცხალავამ. უბრალოდ თვითონ ხომ არ დააკავებდა, დააკავებინა სოდ-ის თანამშრომლებს და ოთხი წელი არ ელაპარაკებოდა მაგის გამო…
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად