ირაკლი ფირცხალავა, კახა ნაკანი, გიგა გულბიანი, გიორგი ცააძე და ლევან ბეროძე განცხადებას ავრცელებენ

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დაპატიმრებული წევრები განცხადებას ავრცელებენ!

გუშინ, საღამოს, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დატყვევებული პოლიციელბი: ირაკლი ფირცხალავა, კახა ნაკანი, გიგა გულბიანი, გიორგი ცააძე, ლევან ბეროძე – გლდანის მერვე დაწესებულებიდან გადაგვიყვანეს ნომერ მეცხრე , ე.წ მატროსოვის დაწესებულებაში. უკვე ერთი დღის მანძილზე ველით, რომ ჩვენს მეგობრებს იასონ მილაძეს, ალექსანდრე ციმაკურიძეს, ზურაბ ჯოხაძეს, დავით ალელიშვილს, სოსო ჩაკვეტაისა და ალექსანდრე სანიკიძეს გადმოიყვანდნენ ასევე აქ, რაც არ მოხდა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს მეგობრებზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. წარდგენილი ბრალის მიხედვით, ჩვენ ვართ ერთ იურიდიულ სივრცეში, გამომდინარე აქედან, ჩვენთვის გაუგებარია შეფერხების მიზეზი და კატეგორიულად მოვითხოვთ ჩვენი მეგობრები დაუყოვნებლივ იქნენ გადმოყვანილნი მეცხრე დაწესებულებაში. თუ ხელისუფლება ამას შეუძლებლად მიიჩნევს, ჩვენ მოვითხოვთ – დაგვაბრუნონ ჩვენს მეგობრებთან!!!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად