ირაკლი ფირცხალავა გია სოსანაშვილს: „გილოცავ ძმობილო, კარგი კაცი ხარ!“

რა აკავშირებდათ ერთმანეთთან იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილსა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლეობის ორგანიზებაში ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას? არის თუ არა კავშირი იური ვაზაგაშვილის აფეთქებასა და ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობას შორის? ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული პასუხების გაგება შეუძლებელი ხდება როგორც პროკურატურისგან, ასევე ადვოკატებისგან.
ირკვევა მხოლოდ ის, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული გია სოსანაშვილი 2005 წლიდან მოყოლებული კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. გამომდინარე იქედან, რომ 2006 წელს, მაშინ როცა ე. წ კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა, ირაკლი ქადაგიძეც და ირაკლი ფირცხალავაც სწორედ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელ თანამდებობებზე იმყოფებოდნენ, გია სოსიაშვილს მათთან შეხების წერტილი, სავარაუდოდ,  უნდა ჰქონოდა.
 
გია სოსანაშვილის „ფეისბუქზე“ შემონახული პოსტების მიხედვით ირკვევა, რომ ირაკლი ფირცხალავა მას საკმაოდ კარგად იცნობდა:
2014 წლის 10 სექტემბერს, გია სოსიაშვილს ის დაბადების დღეს ამ სიტყვებით ულოცავს: “გილოცავ ძმობილო, კარგი კაცი და პოლიციელი ხარ“
"აიპრესთან" საუბრისას  იური ვაზაგაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ სოსანაშვილი  ირაკლი ფირცხალავს ჯგუფს კარგად იცნობდა. თუმცა, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ შეუძლია გააკეთოს განცხადება, იყო თუ არა გია სოსანაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში დაკითხული.
 
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ შემიძლია ამაზე გიპასუხოთ. ძალიან მალე საზოგადოებისთვის ეს გახდება ცნობილი, როგოც კი მას ოფიცალურად ბრალს წაუყენებენ, ალბათ ადვოკატები და პროკურატურა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. მე ვგულისხმობ ბრალდებულს ადვოკატს. ერთადერთი შემიძლიათ გითხრათ, რომ ეს ჩემი პირადი ინფორმაციაა და არა გამოძიების. მას ახლო ურთიერთობა ფირცხალავას ჯგუფთან აკავშირებს"- განაცხადა ჭკადუამ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად