ირაკლი ფირცხალავა და კახა ნაკანი პროკურატურაში იმყოფებიან

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ  მთავარმა პროკურატურამ დააკავა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელის, ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაურის კახა ნაკანი და სხვა რამდენიმე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი. 

როგორც „აიპრესის“ კორესპოდენტი მთავარი პროკურატურიდან იტყობინება, თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალა და თბილისის სეპცრაზმის ყოფილო უფროსი კახა ნაკანი პროკურატურაში იმყოფებიან. რამდენიმე წუთის წინ, ფირცხალავასთან და ნაკანთან ადვოკატები შევიდნენ. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, მათ არ იციან თუ რა სტატუსით იმყოფებიან ფირცხალავა და ნაკანი პროკურატურაში. 

როგორც, ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფირცხალავა მთავარ პროკურატურაში 9 საათზე მიიყვანეს. რაც შეეხება კახა ნაკანს, ის რამდენიმე წუთის წინ შევიდა მთავარ პროკურატურაში.

„წარმოვადგენ ირაკლი ფირცხალავას ინტერესებეს ადვოკატ კახა შონიასთან ერთად, ასევე წარმოვადგენთ კახა ნაკანის ინტერესებს. რა სტატუსით იმყოფებიან პროკურატურაში ჩემთვის ჯერ უცნობია. დაახლოებით 9 საათზე კახა ნაკანს მიაკითხეს სახლში და წამოიყვანეს. 

ფირცხალავა სახლში არ იმყოფებოდა. დამირეკა დაახლოებით 10 წუთით ადრე და მითხრა, რომ მასთან სახლში მისულან და ბრუნდება სახლში, რომ გაყვეს. აქედან გამომდინარე, რამე განსაკუთრებული აყვანის სპეცოპერაცია არამგონი ყოფილიყო. ადამიანი თავისი ფეხით მივიდა სახლში და გაყვა. უპრიანი იქნებოდა უწყება გაეგზავნათ“. – განაცხადა ხაჟალიამ. 

კომენტარები
იტვირთება...