ირაკლი ფირცხალავა: ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს

ამის შესახებ ყოფილმა სამართალდამცავმა, ირაკლი ფირცხალავამ დღეს, ბუტა რობაქიძის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან არანარი კავშირი არ მაქვს", – ამის შესახებ ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილს განუცხადა. სასამართლოში ირაკლი ფრიცხალავამ განაცხადა, "თუ იმ საქმეში მონაწილეობა მივიღე, სპეცოპერაცია დავგეგმე, ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არაფერში მიმიღია მონაწილეობა. ვერავის მოიყვანთ, რომელიც იტყვის, რომ მე სადმე რამეში მივიღე მონაწილეობა. 6 თვის მერე გავიგე, რომ ბაშლეიშვილს იარაღი გაუვარდა“, – განაცხადა ფირცხალავამ სასამართლოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად